суббота, 6 декабря 2014 г.

მეცხრე დრის რეფლექსია


http://tpdc.ge/
დღევანდელი ტრენინგი იყო არაჩვეულებრივი,რადგან ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი საბოლოო პროდექტი. ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი გაკვეთილის გეგმა, პრეზენტაცია და სხვა ფაილები. მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები ,მივეცით ერთმანეთს კომენტარები.არაჩვეულებრივი პრეზენტაცია იყო და მინდა მიულოცო ყველა მათგანს.მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ შორენას იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის ,რომელიც მან გამოიჩინა მთელი ტრენინგის განმავლობაში.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დაეთმო მეშვიდე  მოდულს,ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.დღეს ბევრი ვიმუშავეთ და ნაყოფიერადაც. ვისწავლეთ კითხვარების სურსთების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის გამოქვეყნება ბლოგზე. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის.

четверг, 4 декабря 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მეხუთე მოდულს ,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე განვიხილეთ მეექვსე მოდული,"დაგეგმა მოსწავლეთა წარმატებისათვის".საინტერესო იყო დიფერენცირებული მოსწავლის სწავლა,როგორ უნდა შევადგინოთ განსხვავებული შესაძლებლიბების  მოსწავლეებისათვის კითხვები და როგორ უნდა დავანაწილოთ   სამუშაო ჯგუფებს შორის. ვფიქრობ მოცემული მოდული დამეხმარება უკეთ დავგეგმო დიფერენცირებული სწავლა.

вторник, 2 декабря 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი  მოდული ძალიან საინტეროსო  და მრავალმხრივი იყო. განვიხილეთ მე-5 მოდული, რომელიც მოიცავდა მოსწავლეთა პროდუქტების შეფასებას. გავაკეთეთ მოსწავლეთა ერთი ჯგუფის პრეზენტაცია.https://drive.google.com/file/d/0B4UW6-lEvLH9SEtjeVFORWRCQlk/view?usp=sharing

пятница, 28 ноября 2014 г.




მეხუთე დღის რეფლექსია

ბუკლეტი



დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას,შევავსეთ. შევინახეთ D დისკზე სურათები. განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და გამოყენების მეთოდები. ვისწავლეთ ერთმანეთის  ნაშრომების კომენტირება. აგრეთვე ბლოგზე ლინკის გამოქვეყნება. დღე იყო სასიამოვნოდ დატვირთული.

четверг, 27 ноября 2014 г.

მეოთხე დრის რეფლექსია

ამ მოდელმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებში,უკეთ გავერკვიე შეფასების მეთოდების არსში, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მეთოდი ჩემი პროექტის განხორციელების დროს.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე ნაყოფიერი იყო,წარმოვადგინეთ ბუკლეტები ,გადავხედეთ პროექტისათვის შერჩეულ თემებს.გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სასწავლო მიზნები და შედეგები აუცილებლად შეესაბამებოდეს სტანდარტსა და ინდიკატორს.  ტრენერმა ისაუბრა იმაზე რომ პროექტმა აუცილებლად უნდა განუვითაროს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები. დავიწყეთ პროექტზე მოშაობა,დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

четверг, 20 ноября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს,აგრეთვე გავიხსენეთ wordis პროგრამა, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში,ვისწავლეთ googlis პროგრამაში ფაილის ატვირთვა ჩამოტვირთვა.

понедельник, 17 ноября 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით viewer პროგრამას, აგრეთვე მასში არსებულ მოდულებს, დამატებით რესურსებს. შევქმენით პორთფოლიოსთვის  საქაღალდეები .გავეცანით რესურსებს და განვიხილეთ რომეოს და ჯულიეტას მაგალითზე.მოგვეცა დავალება შევარჩიოთ პროექტისათვის თემა.შევქმენით ბლოგი . დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ბევრი რამ გავიგე და იმედია მომავალი დღეებიც ასეთი იქნება.